შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გოგი წულაია – ქარხანა „ჰერკულესს“ მიღმა ვანო მერაბიშვილი იდგა

26 ივნისი, 2013 • ანა ჯანაშია • 29

გოგი წულაია – ქარხანა „ჰერკულესს“ მიღმა ვანო მერაბიშვილი იდგა

„შუაღამით რომ მოდიოდა მერაბიშვილი და ამოწმებდა ქარხნის მუშაობის პროცესს, ეს იმას მოწმობს, რომ აქ უშუალოდ მისი ბიზნეს ინტერესები იდგა,” – აცხადებს წულაია.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას მტკიცებით, ქუთაისში მდებარე მეტალურგიულ ქარხანა „ჰერკლესს“ მიღმა ვანო მერაბიშვილის ბიზნეს ინტერესები იკვეთება.

წულაიას თქმით, ამას ისიც მოწმობს, რომ ქარხნის მშნებლობის პროცესში, მერაბიშვილი 4–ჯერ იყო ჩამოსული „ჰერკულესში“.

„შუაღამით რომ მოდიოდა მერაბიშვილი და ამოწმებდა ქარხნის მუშაობის პროცესს, ეს იმას მოწმობს, რომ აქ უშუალოდ მისი ბიზნეს ინტერესები იდგა. თუმცა, მერაბიშვილის დაჭერის შემდეგ, საწარმომ მუშაობ შეწყვიტა. ახლა კი ვფლობ ინფორმაციას, რომ ქარხანა სხვის სახელზე გადააფორმეს და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება,“ – აცხადებს წულაია.

გოგი წულაიას თქმით, მისი მთავარი ინტერესი არ არის გაარკვიოს ვის სახელზეა ამჟამად ქარხანა. სამაგიეროდ, წულაია ითხოვს, ხელისუიფლებამ იზრუნოს ქარხანაში დასაქმებულებს ქონდეთ ადამიანურ პირობებში მუშაობის საშუალება.

newpress.ge ამ წუთებში ქარხნის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას ცდილობს.

თეგები: გოგი წულაიავანო მერაბიშვილიჰერკულესი