შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ჰერკულესის” ადმინისტრაცია – მერაბიშვილის მიერ საწარმოს ფლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია პირველად გვესმის

26 ივნისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 37

“ჰერკულესის” ადმინისტრაცია – მერაბიშვილის მიერ საწარმოს ფლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია პირველად გვესმის

“ამ დრომდე მსგავსი რამ არ მსმენია. პირადად დავინტერესდები ამ საკითხით,” – ამბობს ვასო ჩხენკელი.

ქუთაისში მდებარე მეტალურგიული ქარხანა “ჰერკულესის” დირექტორის მოადგილე, ვასო ჩხენკელი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ საწარმოს ფლობასთან დაკავშირებული ინფორმაცი პირველას ესმის. “არ ვიცი, რა არგუმენტებით ამბობს ამას გოგი წულაია, რადგან ამ დრომდე მსგავსი რამ არ მსმენია. პირადად დავინტერესდები ამ საკითხით,” – ამბობს ჩხენკელი. შეგახსენებთ, რომ დღეს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ განცხადება გააკეთა. მისი მტკიცებით, ქუთაისში მდებარე მეტალურგიულ ქარხანა „ჰერკლესს“ მიღმა ვანო მერაბიშვილის ბიზნეს ინტერესები იკვეთება.

თეგები: გოგი წულაიავანო მერაბიშვილიჰერკულესი