ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2013 დაიწყო

27 ივნისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 35

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2013 დაიწყო

ქუთაისში, ორივე საგამოცდო ცენტრში 5500 აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2013 დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო.

აბიტურიენტები გამოცდებს ქუთაისში 2 საგამოცდო ცენტრში – აკაკი წერეთლის უნივერსიტეტსა და #41 საჯარო სკოლაში ჩააბარებენ.

წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგამოცდო ცეტნრის ადმინისტრატორის, ზეკო ხაჩიძის თქმით, ორივე საგამოცდო ცენტრში 5500 აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

თუმცა, აბიტურიენტების გარდა, ზემოთ აღნიშნულ საგამოცდო ცენტრებში გამოცდებს მაგისტრები და პედაგოგები ჩააბარებენ.

„ პირველ ეტაპზე რეგისტრაცია გაიარა 1400–მა აბიტურიენტმა, ექსცესებს ადგილი არ ჰქონია და არგამოცხადების სტატისტიკაც მინიმალურია,“ – ამბობს ზეკო ხაჩიძე.

დღეს პირველი გამოცდა ქარულ ენასა დ ლიტერატურაში ტარდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 18 ივლისს დასრულდება.

თეგები: აბიტურიენტებიეროვნული გამოცდებისაგამოცდო ცენტრი