ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დეპუტატები ქუთაისში პარლამენტის შენობის მესაკუთრის გარკვევას ითხოვენ

27 ივნისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 24

დეპუტატები ქუთაისში პარლამენტის შენობის მესაკუთრის გარკვევას ითხოვენ

დეპუტატები ქვეყნის პრემიერისაგან ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობის საკანონმდებლო ორგანოსათვის გადაცემას ითხოვენ.

დეპუტატები ქვეყნის პრემიერისაგან ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობის საკანონმდებლო ორგანოსათვის გადაცემას ითხოვენ. აღნიშნული წინადადება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა დააყენა. რატიანის წინადადებას კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობა ამ ეტაპზე სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს და მას კონკრეტული მესაკუთრე არ ჰყავს.

დეპუტატების თქმით, კარგი იქნება თუ შენობა პარლამენტის ბალანსზე გადმოვა.

შეგახსენებთ, რომ კომიტეტის სხდომაზე დღეს, ქუთაისში, პარლამენტის შენობის მშენებლობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიში განიხილეს, სადაც საკანონმდებლო ორგანოს მშენებლობის პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზეა საუბარი.

თეგები: აუდიტის სამსახურიპარლამენტიპრემიერი