ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ნაციონალებმა” პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს

28 ივნისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 24

“ნაციონალებმა” პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს

საპარლამენტო უმცირესობა პოლიტიკური ბიოკოტის რეჟიმზე გადავიდა.

საპარლამენტო უმცირესობა პოლიტიკური ბიოკოტის რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, იმ დროს, როდესაც თბილისის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატები ფინანსურმა პოლიციამ კვლავ დააკავა, ისინი პარლამენტში ვერ გაჩერდებიან და ისეთი კანონპროექტების განხილვაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, რაც ბეჟაშვილის თქმით, ტელესერიალების აკრძალვას შეეხება.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სამომავლო გეგმების შესახებ პარტია უახლოეს დღეებში გააკეთებს განცხადებას.

თეგები: ბოკიკოტინაციონალებიპარლამენტი