შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კახა კუკავა: საპრეზიდენტო არჩევნებში იმერეთი გადამწყვეტი იქნება

2 ივლისი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 38

კახა კუკავა: საპრეზიდენტო არჩევნებში იმერეთი გადამწყვეტი იქნება

კახა კუაკვას თქმით, პარტია პრეზიდენტობის კანდიდატს ივლისის შუა რიცხვებისათვის დაასახლებს და ის დიდი ალბათობით პაატა ბურჭულაძე იქნება.

„თავისუფალი საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს პარტიის იმერეთის კომიტეტის წევრებთან გადის.

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ „თავისუფალი საქართელო“ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ემზადება და პრეზიდენტობის კანდიდატს ივლისის შუა რიცხვებისათვის დაასახელებს. როგორც კუკავა ამბობს, პრეზიდენტობის კანდიდატი დიდი ალბათობით პაატა ბურჭულაძე იქნება.

„მისგან მხოლოდ ოფიციალური თანხმობა დაგვრჩა მისაღები. იმერეთი დიდი რეგიონია. 12 საარჩევნო ოლქია მის ფარგლებში მოქცეული და საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება,“ – ამბობს კახა კუკავა.

თეგები: "თავისუფალი საქართველო"კახა კუკავასაპრეზიდენტო არჩევნები