ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

3 ექვსიანის გამო პედაგოგმა გამოცდა დატოვა

5 ივლისი, 2013 • ნიუპრესი • 41

3 ექვსიანის გამო პედაგოგმა გამოცდა დატოვა

გამოცდაზე შესული პედაგოგი რეგისტრაციით მეექვსე სექტორში #6 მაგიდაზე მოხვდა. მოგვიანებით მან გვერდით მჯდომებს გადახედა და კიდევ ერთი 6-იანი გამოთვალა.

სამი ექვსიანის შიშის გამო, ერთ–ერთმა პედაქოგმა ქუთაისში, საგამოცდო ცენტრში გამოცდა დატოვა. წერეთლის უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, პედაგოგებისთვის პროფესიულ უნარებში მიმდინარე გამოცდაზე შესული პედაგოგი რეგისტრაციით მეექვსე სექტორში #6 მაგიდაზე მოხვდა. მოგვიანებით მან გვერდით მჯდომებს გადახედა და კიდევ ერთი 6-იანი გამოთვალა. საბოლოდ, პედაგოგმა 3 ექვსიანი ანტიქრისტიანულად ჩათვალა და საგამოცდო პროცესი პროტესტის ნიშნად მიატოვა. “პედაგოგმა აპლიკანტის პროცედურა დაარღვია და ხელი არ მოაწერა ტესტის ჩაბარებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ციფრი 6-ის გასწვრივ მისი ხელმოწერა არ იქნებოდა,” – ამბობს ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი, ზეკო ხაჩიძე.

თეგები: გამოცდებიპედაგოგების გამოცდებიქუთაისის საგამოცდო ცენტრი