ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

29 ივლისი, 2013 • თეკლა მორგოშია • 21

ქუთაისში ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

გაფიცულის მძღოლების განმარტებით, მერიიდან მათ ყოველდღიურად შესასრულებელი გეგმის გაზრდა მოსთხოვეს

ქუთაისში საქალაქო საავტობუსო ხაზებზე დასაქმებული მძღოლები გაიფიცნენ. გაფიცული მძღოლების განმარტებით, მერიიდან მათ ყოველდღიურად შესასრულებელი გეგმის გაზრდა მოსთხოვეს, რის გამოც იძულებულები გახდნენ გაფიცულიყვნენ. “დილით მერიის სატრანსტორო სამსახურიდან იყვენენ მოსული და გვითხრეს, რომ მარშუტკები დაგვემატებინა და გეგმაც გაგვეზარდა. ამიტომაც გაიფინენ მძღოლები”, – განმარტა ქუთაისში, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფა “დისპეჩერმა” ავთანდილ დაშნიანმა. თავად, ტრანსპორტის სამსახურში მათი მხრიდან გეგმის გაზრდის მოთხოვნას არ ადასტურებენ და განმარტავენ, რომ: “ჩვენ არაფერი არ მოგვითხოვია, არ ვიცი მძღოლები რატომ ავრცელებენ ასეთ ჭორებს. ქალაქის ხელმძღვანელობა მძღოლების გაფიცვის ინფორმაციას ფლობს. რა და როგორ იქნება ამას სწორედ ქალაქის პირველი პირები გადაწყვეტენ”, – აცხადებენ მერიის სატრანსპორტო სამსახურში. ქუთაისში სულ 8 საავტობუსო ხაზია.

თეგები: ავტობუსებიგაფიცვაქუთაისი