ქუთაისის მერის, დიმიტრი კოპალიანის შესაძლო იმპიჩმენტის შესახებ, ინფორმაციას ადგილობრივ თვითმმართველობაში არ ადასტურებენ. მერიის პრესამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. “ბატონი დიმიტრი ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს. ასევე, როგორც ვიცე-მერი, თენგიზ თოფურიძე ამბობს, აღნიშნულ თემაზე, კომენტარის განმეორებით გაკეთებას არ აპირებს,” – ამბობს ქუთაისის მერიის პრესსამსახურის სპეცალისტი, თამუნა გვილავა. ქუთაისის მერის შესაძლო იმპიჩმენტის შესახებ, ინფორმაციას არ ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილიც. “მერის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესიგში არ დგას. ვინ თქვა და მოიგონა ეს სისულელე. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება,” – ამბობს მარგველაშვილი. ქუთაისის მერის, დიმიტრი კოპალიანის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხი, როგორც ირკვევა, არც საკრებულოს სხდომის დღის წესრიგშია გათვალისწინებული. სხდომაზე განსახილველად, დღის წესრიგში ოთხი საკითხია შეტანილი. საკრებულოს სხდომა 31 ივლისსაა ჩანიშნული.
საკრებულოს თავმჯდომარე – მერის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში არ დგას
29 ივლისი, 2013 • ანა ჯანაშია • 23
ქუთაისის მერის შესაძლო იმპიჩმენტის შესახებ ინფორმაციას, საკრებულოს თავმჯდომარე არ ადასტურებს.
თეგები: დიმიტრი კოპალიანი • იმპიჩმენტი • ქთაისის მერია
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები