ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალი” დეპუტატი გია უკლება, ქალაქის მერის, დიმიტრი კოპალიანისაგან გაზონების მოუვლელობის გამო პასუხის გაცემას ითხოვეს. უკლებას განცხადებით, მერიის შიგნით ინტრიგებითა და ადგილების განაწილებით არიან დაკავებულნი, რის შედეგადაც ქალაქი უყურადღებო და მოუწესრიგებელია. “გთხოვთ, განგვიმარტოთ, რატომ არის გაუპარსავი გაზონები? ის რაც ქუთაისში ხდება, საქართველოს არცერთ ქალაქში არ ხდება, ეს არის სირცხვილი და პასუხს ამაზე ქალაქის მერს ვთხოვთ”,– განაცხადა უკლებამ საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. .
რაც ქუთაისში ხდება, სირცხვილია – “ნაციონალი” დეპუტატი მერისგან პასუხს ითხოვს
31 ივლისი, 2013 • თეკლა მორგოშია • 25
უკლებას განცხადებით, მერიის შიგნით ინტრიგებითა და ადგილების განაწილებით არიან დაკავებულნი, რის შედეგადაც ქალაქი უყურადღებო და მოუწესრიგებელია.
თეგები: გია უკლება • მერია • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები