|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია – ვიცი, რომ შოთა მურღულია ღმერთი არ არის, ჯადოსნური ჯოხი დაჰკრას ქუთაისს

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისის მერის მოვალეობის ახალ შემსრულებელს შოთა მურღულიას მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილოს იმ ძირითად პრობლემებზე, რომლებიც ქუთაისში სასწრაფოდ გადასაჭრელია.  

"ვიცი რომ შოთა მურღულია ღმერთი არ არის, რომ ჯადოსნური ჯოხი დაჰკრას ქუთაისს და პრობლემები უცებ მოაგვაროს. მაგრამ, აუცილებელია მუშაობა სწორედ იმ საკითხებით დაიწყოს, რომელიც ქუთაისს წლებია უკან ხევს," – განმარტავს წულაია.
მერიის სტრუქტურის გამართულად მუშაობა, ბიუჯეტისა და სარეზერვო ფონდის დაზოგვა და საგანმანათლებლო და  სოციალური საკითხების მოგვარება – ეს ისი ძირითადი საკითხებია, რომელთა მოსაგვარებლად გოგი წულაია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს. 
"აუცილებელია ქუთაისის მერიის ბიუჯეტი და სარეზერვო ფონდი კონტროლდებოდეს სპეციალური კომისიების მიერ, ასევე მოხდეს ქუთაისში ბაღებისთვის შენობების დამატება, რადგან იქ უკვე ბავშვები აღარ ეტევიან. ასევე, უნდა დაუბრუნდეს ქუთაისისს სასწრაფოს შენობა და მერიიდან იურისტთა ჯგუფი შეიქმნას, რომელიც პარლამენტში იმუშავებს და ქუთაისის პრობლემებს გააჟღერებს, ასევე, მოეხსნას სოციალური პრობლემები დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს," – ამბობს გოგი წულაია. 
წულაია მურღულიას ულოცავს თანამდებობაზე დანიშვნას და იმედოვნებს, რომ ქუთაისის მერის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჩამოთვლილ საკითხებს სათანადო ყურადღებას მიაქცევს. 

ავტორი: ანა ჯანაშია