შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ქუთაისის მერიის ყოფილ თანამშრომლებს დაიცავს

9 აგვისტო, 2013 • დეა მანაგაძე • 28

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ქუთაისის მერიის ყოფილ თანამშრომლებს დაიცავს

ქუთაისის მერიიდან გათავისუფლებული 11 თანამშრომელის სარჩელების განხილვა საქალაქო სასამართლოში ორშაბათიდან იწყება.

ქუთაისის მერიიდან სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულმა 11–მა თანამშრომელმა სასამართლოს მიმართა. მათი საქმეების განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მომავალი კვირის ორშაბათიდან იწყება. მერიიდან გათავისუფლებული პირების ინტერესებს სასამართლოში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დაიცავს. ორგანიზაციის ქუთაისის ოფისში მიიჩნევენ, რომ ქუთაისის მერიის თანამშრომელთა გათავისუფლება, რეორგანიზაციის მოტივით, კანონიერ საფუძველს მოკლებულია. “გადაწყვეტილება, რასაც მიიღებს ადმინისტრაციული ორგანო, კარგად უნდა იქნას გამოკველეული და შესწავლილი. ამ ადაამიანთა გათავისუფლების პროცესები კი ზედაპირულად და მთელი რიგი დარღვევებით მოხდა,” – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ქუთაისის ოფისის წარმომადგენელმა თეონა ზაქარაშვილმა. ქუთაისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი კახა მაჩიტიძე ერთ–ერთია, ვინც საქალაქო სასამართლოში უკანონო გათავისუფლების შესახებ სარჩელი შეიტანა. “არასწორად გამათავისუფლეს და ვითხოვ სამსახურში აღდგენას. ვფიქრობ, სასამართლო სამართლიან განაჩენს გამოიტანს,” – აცხადებს კახა მაჩიტიძე. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისიდან ქუთაისის მერიის რეორგანიზაციის შედეგად, მერიის 75 თანამშრომელი გათავისუფლდა. მათ შორის, 11 სამსახურის უფროსი და 2 ვიცე–მერი.

თეგები: გათავისუფლებამერიის თანამშრომლებისასამართლო პროცესი