ძლიერი წვიმის შედეგად ხონის მუნიციპალიტეტის სოფლები და ქალაქის ქუჩები დაიტბორა. არხიდან გადმოსულმა წყალმა სახლები და ეზოები დატბორა. მოსახლეობას მთლიანად გაუნადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და დაეხოცა წვრილფეხა საქონელი. ხონის დაზარალებული მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებისგან მატერიალურ დახმარებას, არხის გაწმენდას და მის ორად გაყოფას ითხოვენ. დაზარალებული მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლებმა ინახულეს და დახმარებას დაპირდნენ.
ძლიერმა წვიმამ ხონის მუნიციპალიტეტი დააზარალა
9 აგვისტო, 2013 • თეკლა მორგოშია • 22
ხონის მოსახლეობას მთლიანად გაუნადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და დაეხოცა წვრილფეხა საქონელი.
თეგები: დაზარალებული მოსახლეობა • წყალდიდობა • ხონის მუნიციპალიტეტი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები