შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხონში, მოსახლეობის თქმით, ძროხებს იპარავენ

12 აგვისტო, 2013 • ანა ჯანაშია • 26

ხონში, მოსახლეობის თქმით, ძროხებს იპარავენ

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნივანდიდში მცხოვრებთა განცხადებით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სოფლებში ძროხები იკარგება.

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნივანდიდში მცხოვრებთა განცხადებით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სოფლებში ძროხები იკარგება. “წინა ხელისუფლების პირობებში მშვიდად ვცხოვრობდით. ახლა კი, პატირმების გათავისუფლების შემდეგ, სოფელში ძროხები გვეკარგება და მშვიდად აღარ გვძინავს. ახალი ხელისუფების მოსვლის დღიდან ჩვენი სოფლისთვის არაფერი გაკეთებულა” – განაცხადა სოფელ ნივანდიდში მცხოვრება მზია ქელბაქიანმა დღეს, დავით ბაქრაძესთან შეხვედრის დროს. შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე დღეს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნივანდიდში ამომრჩევლებს ქელბაქიანების ოჯახში შეხვდრა. ბაქრაძის განცხადებით, 10 თვის მანძილზე ახალ მთავრობას არაფერი გაუკეთებია. “მათგან თუნდაც ერთი საქმეც რომ დავინახო გაკეთებული, მზადვარ, ტელეკამერების წინ მადლობაგადავუხადო.

თეგები: დავით ბაქრაძეძროხებიხონი