ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიაში კომერციულ საქმიანობას აფართოვებენ

21 აგვისტო, 2013 • თეკლა მორგოშია • 18

ქუთაისის მერიაში კომერციულ საქმიანობას აფართოვებენ

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, აპარატების დადგმაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ქუთაისის მერიაში მალე Pay Box–ის აპრატებიც გამოჩნდება. ამის შესახებ, newpress.ge-ის მერიის ადმინისტრაციული სამსხაურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ირინე სახელაშვილმა განუცხადა. სახელაშვილი თქმით, მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს კომპანიასთან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მერიაში აღნიშნული აპარატების დადგმა.
“გვინდა, მერიის თანამშრომლებს რაც შეიძლება კარგი სამუშაო პირობები შევუქმნათ. ვფიქრობთ, რომ ამ აპარატების დადგმა, მერიაში დასაქმებულებს ოდნავ მაინც გაუადვილებს მუშაობას”, – ამბობს სახელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მერიაში მიმდინარე კვირას საკვები აპარატებიც დადგეს.

თეგები: აპარატებიმერიაქუთაისი