შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაკეთდება

21 აგვისტო, 2013 • ნიუპრესი • 28

ქუთაისის მერის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაკეთდება

დიმიტრი კოპალიანის შემცვლელად კოტე ლომიძე განიხილება

ქუთაისის მერის, დიმიტრი კოპალიანის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის პირველი ვიცე-მერი თენგის თოფურიძე გამოეხმაურა. როგოც მან “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განმარტა , ოფიციალურად ჯერ გადაწყვეტილი არ არის დიმიტრი კოპალიანის თანამდებობის დატოვების საკითხი, თუმცა ამაზე საუბარი მიდის და შესაძლო კანდიდატად მისი მოადგილე კოტე ლომიძე განიხილება.
ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისის მერმა, დიმიტრი კოპალიანმა თანამდებობა დატოვა.
“ინტერპრესნიუსი” ქუთაისის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებენ და დღის განმავლობაში ამ საკითხზე განცხადება გაკეთდება.
კოპალიანი რამდენიმე თვის წინ ამერიკიდან დაბრუნდა და ქუთაისის მერად დაინიშნა. ამჟამად კოპალიანი ქუთაისში არ იმყოფება.
წყარო: ინტერპრესნიუსი

თეგები: დიმიტრი კოპალიანისაკადრო ცვლილებებიქუთაისის მერი