შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ვიცე–მერი – მერის გადადგომის საკითხი არ განიხილება

21 აგვისტო, 2013 • თეკლა მორგოშია • 28

ქუთაისის ვიცე–მერი – მერის გადადგომის საკითხი არ განიხილება

მერიის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ქუთაისის მერი გუშინ ერთდღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა და საქმიან შეხვედრებს მართავდა.

ქუთაისის ვიცე–მერი თენგიზ თოფურიძე, დიმიტრი კოპალინის შესაძლო გადადგომის საკითხის განხილვას newpress.ge-სთან საუბარში არ ადასტურებს.

“ჯერჯერობით, დიმიტრი კოპალიანი თავის მოვალეობას არსულებს. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს აპირებს თუ არ ის თანამდებობის დატოვებას. ოფიციალურად არც განუცხადებია და არც პირად საუბრებში უთქვამს,” – ამბობს თოფურიძე.

ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მის ქალაქიდან გამგზავრებას მოჰყვა. თუმცა, მერიის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ქუთაისის მერი გუშინ ერთდღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა და საქმიან შეხვედრებს მართავდა.

ამ დროისათვის კოპალიანი ქუთაისში იმყოფება და შეხვედრას ვიცე–მერ გია შარაბიძესთან მართავს.

მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ქალაქის მერმა მისი შესაძლო გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შესაძლოა დღეს განცხადება გააკეთოს.

თეგები: დიმიტრი კოპალიანითენგიზ თოფურიძექუთაისის მერი