ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში საქალაქო სატრანსპორტო გაჩერებების ნაწილი უქმდება

23 აგვისტო, 2013 • თეკლა მორგოშია • 20

ქუთაისში საქალაქო სატრანსპორტო გაჩერებების ნაწილი უქმდება

მერიის ტრანსპორტი სამსახურის უფროსის განმარტებით, ტრანსპორტის გაჩერებები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში უნდა იყოს.

ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტისათვის განკუთვნილი გაჩერებების ნაწილი უქმდება. ამის შესახებ newpress.ge-ის ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა ნიკა კეპულაძემ განუცხადა.
კეპულაძე ამბობს, რომ საქალაქო ტრანსპორტის გაჩერებები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში უნდა იყოს.
“ამ დროისთვის არსებული გაჩერებების უმრავლესობა ისეთ ადგილას არის, სადაც მგზავრთა ნაკადი არ იყრის თავს. ამიტომაც, ჩვენი სამსახური გეგმავს გაჩერებების შესწავლას და ამის მიხედვით მოხდება მათი გაუქმება. შესაძლოა ახალ ადგილებში იყოს ტრანსპორტის გაჩერებები. თუმცა, მათი რაოდენობა მაინც შემცირდება”, – ამბობს ნიკა კლეპულაძე. მისი თქმით, არსებული ტრანსპორტის გაჩერებების შემცირება მძღოლების მოთხოვნაც არის.
ამ დროისათვის ქალაქში საქალაქო ტრანსპორტის 700–მდე გაჩერებაა.
ტრანსპორტის სამსახური გაჩერებების შემცირებას მიმდინარე წლის სექტემბერში გეგმავს.

თეგები: გაჩერებებიტრანსპორტიქუთაისი