ამ წუთებში, ქუთაისის ცენტარულ მოედანზე საპატრულო პოლიციის ავტომანქანებია მობილიზებული. ავტომობილების მობილიზება ხვალ, ქუთაისის საპატრულო პოლიციისთვის ახალი მანქანების გადაცემას უკავშირდება. ხვალ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ nevwpress.ge–ის საპატრულო პოლიცისიის თანამშრომლებმა განუმარტეს. მათი თქმით, 2013 წლის რებრენდირებული ავტომობილებისა და სპეციალური ფორმების პრეზენტაციას შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თქმით, 25 ერთეული ავტომანქანა, რომელსაც ქუთაისის საპატრულო პოლიცია მიიღებს, აღჭურვილი იქნება ახალი აპარატურით.
პრეზენტაცია ხვალ 15:00 საათზე არის დაგეგმილი. მსგავსი პრეზენტაცია თბილისსა და ბათუმში უკვე გაიმართა.
ქუთაისის საპატრულო პოლიციას ხვალ 25 ახალ მანქანას გადასცემენ
22 აგვისტო, 2013 • დეა მანაგაძე • 24
რებრენდირებული ავტომობილებისა და სპეციალური ფორმების პრეზენტაციას შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
თეგები: მანქანები • პოლიცია • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები