ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერის ადგილი ვიცე-მერმა დაიკავა

22 აგვისტო, 2013 • თეკლა მორგოშია • 43

ქუთაისის მერის ადგილი ვიცე-მერმა დაიკავა

“ქალაქის მერს ოჯახური პრობლემები აქვს და ამიტომ გავიდა შვებულებაში. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცი”,– განაცხადა newpress.ge-სთან სატელეფონო საუბრისას მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

ქუთაისის მერის მოვალეობას, დღეიდან 11 სექტემბრამდე ვიცე–მერი კოტე ლომიძე შეასრულებს. თავად ქალაქის მერი, დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში გავიდა. აღნიშნულის შესახებ newpress.ge-ს კოტე ლომიძემ განუცხადა. “ქალაქის მერს ოჯახური პრობლემები აქვს და ამიტომ გავიდა შვებულებაში. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცი”,– განაცხადა newpress.ge-სთან სატელეფონო საუბრისას მერის მოვალეობის შემსრულებელმა. შეგახსენებთ, ხვალ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქუთაისის მერისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას გეგმავდნენ.

თეგები: მერიაქუთაისიშვებულება