ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მძღოლებმა ბენეფიციართა უფასო მომსახურებისთვის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს

24 აგვისტო, 2013 • თეკლა მორგოშია • 23

ქუთაისში მძღოლებმა ბენეფიციართა უფასო მომსახურებისთვის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს

ადგილობრივ ბიუჯეტში,უფასო მგზავრობის პროგრამისათვის მიმდინარე წელს 102 000 ლარი არის განსაზღვრული.

ქუთაისის მერია, მძღოლებს ბენეფიციართა უფასო გადაადგილებისათვის 20 თეთრის, ნაცვლად 30 თეთრს გადაუხდის.
ბენეფიციარათა მგზავრობის ტარიფის გაზრდა მძღოლების მოთხოვნით მოხდა.
ქუთაისის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის ნიკა კეპულაძის განმარტებით, უფასო მგზავრობით ქუთაისში 1 100 ადამიანი სარგებლობს.
ადგილობრივ ბიუჯეტში, უფასო მგზავრობის პროგრამისათვის მიმდინარე წელს, 102 000 ლარი არის განსაზღვრული.

თეგები: მერიატრანსპორტიქუთაისი