ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ანონსი: ქუთაისში რეკრეაციულ ზონაში კორპუსი შენდება – ვინ დგას მშენებლობის უკან[Photo]

26 აგვისტო, 2013 • ნიუპრესი • 26

ანონსი: ქუთაისში რეკრეაციულ ზონაში კორპუსი შენდება – ვინ დგას მშენებლობის უკან[Photo]

“მანათა” ტერიტორიის არაოფიციალურ მესაკუთრეობას “ახალ გაზეთთან” საუბარში ადასტურებს. ვინ და როგორ გასცა მშნებლობის ნებართვა და რატომ შენდება კორპუსი სხვისი სახელით? – იხილეთ სტატია “ახალი გაზეთის” დღევანდელ ნომერში.

ქუთაისში, ნინოშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 სართულიანი კორპუსი შენდება, რომელსაც ოფიციალური და არაოფიციალური მესაკუთრე ჰყავს. ეს უკანასკნელი, “ტორპედო ქუთაისის” ყოფილი მფლობელი გრიგოლ ხურციძეა (იგივე “მანათა”), რომელიც “პატრიოტთა ალიანსის” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოჩა თევდორაძის ახლო მეგობარია. “მანათა” ტერიტორიის არაოფიციალურ მესაკუთრეობას “ახალ გაზეთთან” საუბარში ადასტურებს. ვინ და როგორ გასცა მშნებლობის ნებართვა, რას აცხადებს რეალური მესაკუთრე და რატომ შენდება კორპუსი სხვისი სახელით? – იხილეთ სტატია “ახალი გაზეთის” დღევანდელ ნომერში. ახალ, დღევანდელ ნომერში, თქვენ ასევე, შეგიძლიათ ნახოთ: – ქუთაისში სოციალურად დაუცველები ცარიელი ბიუჯეტის გამო, შემწეობის მიღმა რჩებიან – პოლიტიკური პარტიები საარჩევნოდ ერთგულ წევრებს ეძებენ – უნივერსიტეტში პროკურატურა რექტორის შეცვლის მიზნით შევიდა? – სადისკუსიო კლუბი: თვითმმართველობისგან მივიწყებული ტურისტული ინფრასტრუქტურა და მისი გაურკვეველი პერსპექტივები – საავტორო სვეტი: აუხდენელი ოცნებები, ვაზელინები და ლუდი მხსნელის ამპლუაში

თეგები: ანონსიახალი გაზეთიქუთაისი