შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების ვინაობა ცნობილია

26 აგვისტო, 2013 • ეკა კუხალაშვილი • 32

ქუთაისის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების ვინაობა ცნობილია

კულტურის სამინისტროსთან არსებულმა 7 კაციანმა სარეკომენდაციო საბჭომ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

ქუთაისში არსებული პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების ვინაობა უკვე ცნობილია. სამინისტროსთან არსებულმა 7 კაციანმა სარეკომენდაციო საბჭომ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. წინასწარი ინფორმაციით, მესხიშვილის თეატრს – თეატრის ყოფილი მმართველი, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, ოპერის თეატრს – ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი და თოჯინების თეატრს – მეთოჯინე რეჟისორი, ლევან გაბრიჭიძე უხელმძღვანელებენ. საბჭომ ხმათა უმეტესებით და რიგ შემთხვევაში ყველა ხმით სწორედ მათზე გააკეთა არჩევანი.

„ამ ინფორმაციას არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ, კულტურის მინისტრის მიერ სანამ დანიშვნას ხელი არ მოეწერება, მანამ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ლევან გაბრიჭიძემ newpress.ge-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ საბჭოს მიერ არჩეული კანდიდატები მინისტრს წარედგინება და მისი რეზოლუციის შემდეგ აღნიშნული პირები ოფიციალურად დაინიშნებიან თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებად.

სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად კონკურსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა. სამინისტროსთან არსებულმა 7 კაციანმა სარეკომენდაციო საბჭომ კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციების საფუძველზე თავისი არჩევანი უკვე გააკეთა და კანდიდატები დასანიშნად წარუდგინა მინისტრს.

თეგები: თეატრებიკულტურის სამინისტროსამხატვრო საბჭო