შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ოპერის თეატრს გოგი ჭიჭინაძე უხელმძღვანელებს

27 აგვისტო, 2013 • ეკა კუხალაშვილი • 32

ქუთაისის ოპერის თეატრს გოგი ჭიჭინაძე უხელმძღვანელებს

სარეკომენდაციო საბჭომ, ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატის პოსტზე, არჩევანი გოგი ჭიჭინაძეზე გააკეთა.

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრს დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე უხელმძღვანელებს. კულტურის სამინისტროსთან არსებულმა სარეკომენდაციო საბჭომ, ხსენებული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატის პოსტზე, არჩევანი მასზე გააკეთა.

შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია, ოპერის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის რეზო ჯავახიშვილის, აღნიშნული თანამდებობის სავარაუდო კანდიდატად დასახელების შესახებ არ დადასტურდა.

საბჭომ თავისი არჩევანი საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთან დაკავშირებით გააკეთა. აღნიშნული კანდიდატები წარედგინა კულტურის მინისტრს. მათი ოფიციალური დანიშვნა კვირის ბოლომდე განხორციელდება.

თეგები: გოგი ჭიჭინაძეთეატრიოპერა