ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ქალაქის ყოფილი ვიცე–მერის, კოტე რატიანის სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალაქის მერიამ ყოფილი ვიცე–მერი თანამდებობაზე დაუყონებლივ უნდა აღადგინოს. ასევე, სასამართლომ მერიას განაცდურის აუნაზღაურებაც დააკისრა.
“ზუსტად ვიცოდი, რომ სასამართლო პროცესს მოვიგებდი, რადგან ჩემო გათავისუფლება თითიდან გამოწოვილი მიზეზით მოხდა”, – განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების მერე კოტე რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ რატიანთან ერთად, თანამდებობა მეორე ვიცე–მერს, ამ დროისთვის იმერეთის ვიცე–გუბერნატორს, ამირან ძოწენიძესაც დაატოვებინეს. მათი გათავისუფლება რეორგანიზაციის შედეგად მოხდა.
ყოფილმა ვიცე–მერმა ქუთაისის მერიის წინააღმდეგ საქმე მოიგო
2 სექტემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 18
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერიას თანამდებობაზე ყოფილი ვიცე–მერის დაუყონებლივ აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.
თეგები: მერია • საქალაქო სასამართლო • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები