ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იპოთეკით დაზარალებულები წერეთლის უნივერსიტეტის რექტორს დასახმარებლად მიმართავენ

5 სექტემბერი, 2013 • დეა მანაგაძე • 25

იპოთეკით დაზარალებულები წერეთლის უნივერსიტეტის რექტორს დასახმარებლად მიმართავენ

იპოთეკით დაზარალებულების თქმით მათი წარმომადგენლები გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწეს შეხვდნენ, თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, შეხვედრა ნაყოფიერი ევრ გამოდგა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოთეკით დაზარალებულთა აქცია კვლავ გრძელდება. როგორც იპოთეკით დაზარალებულები ამბობენ, მათი წარმომადგენლები გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწეს შეხვდნენ, თუმცა, მათივე შეფასებით,შეხვედრა ნაყოფიერი ვერ გამოდგა.

ერთ–ერთი დაზარალებულის, ქუთაისელი ციცო ბალავაძის თქმით, მას გამოსახლება ელის. ბალავაძე ამბობს, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მხოლოდ 10 სექტემბრამდე მისცა ვადა.

როგორც ბალავაძე ამბობს, მას იპოთეკური სესხი აღებული აქვს წერეთლის უნივერსიტეტის ერთ–ერთი ლექტირისაგან. „მარტო მე არ ვარ დაზარალებული, ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, ვისაც უნივერსიტეტის ლექტორთან გვაქვს სახლი იპოთეკით დატვირთული. პირადად მე თანხა საოპერაციოდ გამოვიტანე“, –ამბობს ციცო ბალავაძე.

დაზარალებულის თქმით იპთეკარის ყველა მოვალე უნივერსიტეტის რექტორთან, გიგა ღავთაძესთან შეხვედრას აპირებს. მათ სურთ თხოვნით მიმართონ რექტორს შუამდგომლობის შესახებ. თუკი რექტორის მხრიდანაც არ იქნება რეაგირება ბალავაძე და სხვა დაზარალებულები აქციების მოწყობას გეგმავენ უნივერსიტეტის ეზოში.

ოპოთეკით დაზარალებულები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალ „სირცხვილის დერეფანის“ მოწყობას გეგმავენ.

თეგები: აქციადაზარალებულებიიპოთეკა