შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“კარლსონი”, “ტომ სოიერი” და სხვა ცნობილი საბავშვო ლიტერატურა რუსეთში აკრძალეს

8 სექტემბერი, 2013 • ნიუპრესი • 25

“კარლსონი”, “ტომ სოიერი” და სხვა ცნობილი საბავშვო ლიტერატურა რუსეთში აკრძალეს

“მაწანწალა რასმუსი” – ასტრიდ ლინდგრენი. აკრძალვის საფუძველი: შეიძლება ბავშვებში გამოიწვიოს მაწანწალობის სურვილი.

საიტი zakon436.ru რუსეთის ფედერაციაში ბავშვებისთვის აკრძალული ლიტერატურის სიას აქვეყნებს. “ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის საზიანო ინფორმაციისგან ბავშვების დაცვის შესახებ” ფედერალური კანონი ძალაში 2012 წლის 1 სექტემბერს შევიდა.

გთავაზობთ აკრძალული ნაწარმოებების ჩამონათვალს და მიზეზებს, რის გამოც ისინი აკრძალეს:

1. “სახურავის ბინადარი კარლსონი”- ასტრიდ ლინდგრენი. ტექსტი აკრძალეს მთლიანად. აკრძალვის საფუძველი: აკნინებს ოჯახურ ღირებულებებს და აყალიბებს მშობლებისადმი უპატივცემულობას.

2. “მაწანწალა რასმუსი” – ასტრიდ ლინდგრენი. აკრძალულია მთლიანი ტექსტი. აკრძალვის საფუძველი: შეიძლება ბავშვებში გამოიწვიოს მაწანწალობის სურვილი.

3. “ყაჩაღის ასული რონია” – ასტრიდ ლინდგრენი. აკრძალულია მთლიანი ტექსტი. აკრძალვის საფუძველი: შეიძლება ბავშვებში გამოიწვიოს მაწანწალობის სურვილი.

4. “ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” – მარკ ტვენი. ტექსტი აკრძალეს მთლიანად. აკრძალვის საფუძველი: ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება ბავშვებში გამოიწვიოს მაწანწალობის სურვილი.

5. “ზღაპარი ხუცესზე და მის მუშა ბალდიზე” – ალექსანდრე პუშკინი. აკრძალულია ტექსტის ის ნაწილი, სადაც მღვდლის მკვლელობის სცენაა. აკრძალვის საფუძველი: +16 ჯგუფის პირებისთვის სიცოცხლის მოსპობის სცენების ჩვენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები თუ თანაგრძნობა გამოხატულია მსხვერპლის მიმართ.

6. ზღაპარი ოქროს მამალზე – ალექსანდრე პუშკინი, აკრძალულია დოდონას მკვლელობის სცენა. აკრძალვის საფუძველი: +16 ჯგუფის პირებისთვის სიცოცხლის მოსპობის სცენების ჩვენება იმ შემთხვევაშია დასაშვები თუ თანაგრძნობა გამოხატულია მსხვერპლის მიმართ.

წყარო: ambebi.ge

თეგები: აკრძალვარუსეთისავავშვო ლიტერატურა