შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერი სამსახურში დაბრუნდა

11 სექტემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 47

ქუთაისის მერი სამსახურში დაბრუნდა

შვებულებიდან გამოსვლის შემდეგ დიმიტრი კოპალიანს რაიმე განსაკუთრებული სამუშაო რეჟიმი არა აქვს დაგეგმილი.

ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი სამკვირიანი შვებულების შემდეგ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. აღნიშნულ ფაქტს მერიის პრესსამსახურში ადასტურებენ და განმარტავვენ, რომ შვებულებიდან გამოსვლის შემდეგ დიმიტრი კოპალიანს რაიმე განსაკუთრებული სამუშაო არა აქვს დაგეგმილი.

დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, მას შემდეგ გავიდა,რაც საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები იმპიჩმენტის გამოცხადებით დაემუქრნენ. თუმცა მაშინ, შვებულებაში გასვლის ოფიციალურ მიზეზად ოჯახური პრობლემები დასახელდა.

22 ოგგისტოდან ამ დრომდე მერის მოვალეობას ერთ- ერთი ვიცე-მერი კონსტანტინე ლომიძე ასრულებდა.

თეგები: გამოსვლადიმიტრი კოპალიანიშვებულება