შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გია თევდორაძე მერაბიშვილის პროცესზე – ხელისუფლება გრძნობს, რომ მათი აპოკალიფსი მოახლოებულია

12 სექტემბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 28

გია თევდორაძე მერაბიშვილის პროცესზე – ხელისუფლება გრძნობს, რომ მათი აპოკალიფსი მოახლოებულია

გია თევდორაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ვანო მერაბიშვილის პროცესს აფსურდის თეატრს უწოდებს.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი, გია თევდორაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ვანო მერაბიშვილის პროცესს აფსურდის თეატრს უწოდებს. მისი თქმით, სასამართლო პროცესს შეგნებულად აჭიანურებენ, რადგან ხელისუფლებას მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია დასახული მიზნის მიღწევა. “ჩვენი ხელისუფლება გრძნობს, რომ მათი აპოკალიფსი მოახლოებულია. ამიტომაც, აჭიანურებენ პროცესს. თუმცა, ეს აფსურდის თეატრი აუცილებლად მივა იმ ლოგიკური დასასრულამდე, რომლის მიხედვითაც ვანო მერაბიშვილი გამართლდება,” – ამბობს გია თევდორაძე. შეგახსენბთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ მინისტრის ვანო მერაბიშვილის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

თეგები: გია თევდორაძევანო მერაბიშვილისაქალაქო სასამართლო