შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მერაბიშვილის ადვოკატი – სასამართლო დღეს გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს

12 სექტემბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 30

მერაბიშვილის ადვოკატი – სასამართლო დღეს გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს

“ამ დრომდე მხოლოდ მოწმეების სახელებისა და გვარების წაკითხვა მიმდინარეობდა,” – აცხადებსა გელხაური.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის პროცესზე 10 წუთიანი შესვენება გამოცხადა.ყოფილი პრემიერ მინისტრის ადვოკატის, გიორგი გელახაურის განმარტებით, სასამართლო მერაბიშვილის საქმეზე დღეს გადაწყვეტლებას ვერ მიიღებს. “ამ დრომდე მხოლოდ მოწმეების სახელებისა და გვარების წაკითხვა მიმდინარეობდა. შესაბამისად, დღეს სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას ვერ მოასწრებს,” – ამბობს გელხაური. შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი, ჯანდაცის ყოფილ მინისტრთან, ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად მიმდინარე წლის 22 მაისს დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს. მერაბიშვილის პროკურატურამ ბრალი რამდენიმე ეპოზოდში წაუყენა. გამოძიება მას თნამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ამომრჩევლის მოსყიდვაში, გაფლანგვასა და სხვისი საკუთრების მითვისებაში სდებს ბრალს.

თეგები: ვანო მერაბიშვილიზურაბ ჭიაბერაშვილისაქალაქო სასამართლო