შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ნაციონალები” – კოპალიანს ეყოს ვაჟკაცობა და აგვიხსნას რატომ გადადგა მერობიდან

13 სექტემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 23

“ნაციონალები” – კოპალიანს ეყოს ვაჟკაცობა და აგვიხსნას რატომ გადადგა მერობიდან

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა უმრავლესობას თანამშრომლობა შესთავაზეს მერის მოვალეობის შემსრულებლის შერჩევაში.

ქუთაისი საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს,
“ნაციონალმა” დეპუტატებმა დიმიტრი კოპალიანის მიერ ახსნა–განმარტების გაკეთება მოითხოვეს. ისინი ქუთაისის უკვე ყოფილი მერისგან, თანამდებობიდან გადადგომის მიზეზების ახსნას ითხოვენ. “კოპალიანს ეყოს ვაჟკაცობა და აგვიხსნას თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება,” – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალმა” დეპუტატმა, დავით გოგისვანიძემ. შეგახსენებთ, რომ დიმიტრი კოპალიანი, თანამდებობიდან 2 დღის წინ გადადგა. ქუთაისის მერის მიერ დაწრილი განცხადება თანადებობიდან გადადგომის თაობაზე დღეს newpress.ge-მ გაავრცელა.

თეგები: მერის გადადგომარიგგარეშე სხდომაქუთაისის საკრებულო