შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საკრებულოში მერის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობაზე მსჯელობენ

13 სექტემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 30

ქუთაისის საკრებულოში მერის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობაზე მსჯელობენ

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეიდან დაიწყება იმაზე მსჯელობა, ოთხი ვიცე–მერიდან ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას”

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ კოლეგებს ქუთაისის ყოფილი მერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. “ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეიდან დაიწყება იმაზე მსჯელობა, ოთხი ვიცე–მერიდან ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას,” – აცახადებს საკრებულოს თამჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი. საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალმა” დეპუტატებმა საკითხი დასვეს, რომ დიმიტრი კოპალიანის ხელმოწერის საფუძველზე მერიიდან თანამშრომელთა გათავისუფლების გამო, მხოლოდ ყოფილი მერის ბრალეულობის საკითხი არ უნდა დადგეს. “ამაზე პასუხისმგებლობა კოპალიანთან ერთად, საკრებულოს მთელ უმრავლესობას ეკისრება,” – აცხადებენ “ნაციონალი” დეპუტატები.

თეგები: ნაციონალებირიგგარეშე სხდომაქუთაისის საკრებულო