შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ახალი სასწავლო წელი წერეთლის უნივერსიტეტში – სასწავლებელს 2000-მდე სტუდენტი დაემატა

16 სექტემბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 24

ახალი სასწავლო წელი წერეთლის უნივერსიტეტში – სასწავლებელს 2000-მდე სტუდენტი დაემატა

“წელს 2000-მდე სტუდენტი დაემატა წერეთლის უნივერსიტეტს, რაც არ არის პატარა ციფრი და რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ავტორიტეტით სარგებლობს” – აცხადებს გიორგი ღავთაძე newpress.ge-სთან საუბარში.

ქუთაიში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო პროცესი დაიწყო. როგორც უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე ამბობს, ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი სტუდენტების მატაბით ხვდება. “წელს 2000-მდე სტუდენტი დაემატა წერეთლის უნივერსიტეტს, რაც არ არის პატარა ციფრი და რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ავტორიტეტით სარგებლობს” – აცხადებს გიორგი ღავთაძე newpress.ge-სთან საუბარში. პირველკურსელთა განცხადებით, იმედი აქვს, რომ წერეთლის უნივერსიტეტში მათ ხარისხიან განათლებას შესთავაზებენ. “ვიმედოვნებ, ჩემი მოლოდინები გამართლდება და უნივერსიტეტში კარგ, უმაღლეს განათლობას შემოგვთავაზებენ,”- ამბობს პირველკურსელი, ანა ბაკურაძე. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დღეს 17 საათაზე, წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართელობის ორგანიზებით, სასწავლებლის ეზოში კონცერტი გაიმართება. წერეთლის უნივერსიტეტში სულ 9000-მდე სტუდენტი ირიცხება.

თეგები: ახალი სასწავლო წელიგიორგი ღავთაძეწერეთლის უნივერსიტეტი