ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იპითეკით დაზარალებულები – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, სახალხო მოძრაობას დავიწყებთ

16 სექტემბერი, 2013 • დეა მანაგაძე • 24

იპითეკით დაზარალებულები – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, სახალხო მოძრაობას დავიწყებთ

იპოთეკით დაზარალებულები ამბობენ, რომ მათი საკითხით შიმშლობის ცამეტი დღის განმავლობაში, პარლამენტიდან არავინ დაინტერესებულა.

პარლამენტის წინ მოშიმშლე იპოთეკით დაზარალებულები ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს ახალ მოთხოვნებს უყენებენ. იპოთეკით დაზარალებულები მოქმედი პარლამენტის შემადგენლობის დაშლას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. “თუ ჩვენს არჩეულ პარლამენტს, რომლის წინაც 6 ადამიანი შიმშილით, მათ თვალწინ ვიხოცებით და 6 ადამიანმა ვალების გამო თავი მოიკლა, ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლია, შევწყვეტთ შიმშილობას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, სახალხო მოძრაობას დავიწყებთ,” – აცხადებს ერთ-ერთი მოშიმშილე ირაკლი კაჩმაზოვი. როგორც იპოთეკით დაზარალებულები ამბობენ, მათი საკითხით შიმშლობის ცამეტი დღის განმავლობაში, პარლამენტიდან არავინ დაინტერესებულა. ისინი, ასევე, უყურადღებობაში ქუთაისის მაჟორიტარს, გუბაზ სანიკიძესაც ადანაშაულებენ. “სანიკიძეს ერთხელ არ უკითხია რა ხდება მის ქალაქში. რას ვითხოვთ ასეთ შეუსრულებელს? ნუთუ ასე ძნელია 6 თვით პროცენტები შეგვიჩერონ,” – აცხადებს იპოთეკით დაზარალებული თინათინ ფურცხვანიძე. შეგახსენებთ, რომ იპითეკით დაზარალებულები პარლამენტის წინ 13 დღეა შიმშილობენ. ამჟამად, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაშლილ კარვებში 6 დაზარალებული შიმშილობს. მოშიმშილეთა შორის მძიმე დიაბეტით დაავედებულებიც არიან. დაზარალებულები დღეს, ქუთაისში გიორგი მარგველაშვილის შტაბის გახსნაზე, საპრეზიდენტო კანდიდატთან შეხვედრას აპირებენ.

თეგები: იპითეკით დაზარალებულებიპარლამენტიშიმშილობა