შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მერაბიშვილის საქმის პროკურორი – ბრალდების მხარემ იმდენი მოწმე წარმოადგინა, რამდენიც საჭიროა ბრალის დასამტკიცებლად

19 სექტემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია, დეა მანაგაძე • 30

მერაბიშვილის საქმის პროკურორი – ბრალდების მხარემ იმდენი მოწმე წარმოადგინა, რამდენიც საჭიროა ბრალის დასამტკიცებლად

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნუსხის ჩამოთვლა გრძელდება.

რამდენიმე წუთიანი შესვნების შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასამრთლოში ყოფილი პრემიერ მინისტრისა და ჯანდაცვლის ყოფილი მინისტრის წინასასამართლო პროცესი განახლდა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნუსხის ჩამოთვლა გრძელდება. მოწმეთა სიის წაკითხვა მე–40 გვერდიდან გაგრძელდა. წინა პროცესზე მოწმეთა 123 გვერდიანი სიიდან სწორედ 40 გვერდძე შეჩერდნენ. ბრალდების მხარემ 3 000-ზე მეტი მოწმე უნდა დაასახელოს. პროკურორ ნათია სონღულაშივლის განცხადებით, ბრალდების მხარემ იმდენი მოწმე წარმოადგინა, რამდენიც საჭიროა ბრალის დასამტკიცებლად. “პრუკურატურის ბრალი ნამდილად არ არის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვა,” – აცხადებს ნათია სონღულაშვილი.

თეგები: ვანო მერაბიშვილიზურაბ ჭიაბერაშვილისაქალაქო სასამართლო