შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვანო მერაბიშვილი – მინდა ყველამ ნახოს, რამდენად სამარცხვინოდ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი

19 სექტემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 28

ვანო მერაბიშვილი – მინდა ყველამ ნახოს, რამდენად სამარცხვინოდ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი

ვანო მერაბიშვილმა და მისმა ადვოკატმა მიმართეს მოსამართლეს, რათა ყველას მიეცეს ფოტო გადაღების შესაძლებლობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ყოფილი პრემიერ მინისტრის ვანო მერაბიშვილის პროცესზე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ფოტოგადაღების უფლება მხოლოდ იმათ მიეცათ, რომელთაც აღნიშნულის თაობაზე ნებართვა წინასწარ, წერილობით მოითხოვეს. მიღებული გადაწყვეტილების გამო, ვანო მერაბიშვილმა და მისმა ადვოკატმა მიმართეს მოსამართლეს, რათა ყველას მიეცეს ფოტო გადაღების შესაძლებლობა. “ამით მინდა ყველამ ნახოს, თუ რამდენად სამარცხვინოდ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. პროკურატურას უნდა რცხვენოდეს”- განაცხადა მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე.

თეგები: ვანო მერაბიშვილიზურაბ ჭიაბერაშვილისაქალაქო სასამართლო