შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთის გუბერნატორი ვანო მერაბიშვილის პროცესზე – ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას ახორციელებს

19 სექტემბერი, 2013 • დეა მანაგაძე • 32

იმერეთის გუბერნატორი ვანო მერაბიშვილის პროცესზე – ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას ახორციელებს

“მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი დაკავებულია იმის გამო, რომ სამუშაო ადგილების შექმნას და ადამიანების დასაქმებას ცდილობდა,” – აცხადებს ვახტანგ ბალავაძე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ხმარდასაჭერად იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე იმყოფება. ბალავაძის განცხადებით, ახალი არ არის, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი, აფსურდული ბრალდებით არის დაკავებული. მისი თქმით, ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას ახორციელებს და ამისათვის არაერთ უკანონო ხერხს მიმართავს. “მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი დაკავებულია იმის გამო, რომ სამუშაო ადგილების შექმნას და ადამიანების დასაქმებას ცდილობდა,” – აცხადებს ვახტანგ ბალავაძე. ბალავაძე ხელისუფლებას ურჩევს, იმ დანაპირების ასრულებისთვის იზრუნოს, რასაც არჩევნებამდე გასცემდნენ. “ხალხს ხმა არ მიუცია იმისათვის, რომ პოლიტიკური ოპონენტები დაიჭირონ. უმჯობესია, ამოიღონ ჯანდაცვის სამინისტროში დაცული ბაზები და იქ შეყვანილი ადამიანები დაასაქმონ,” – აცხადებს ვახტაგ ბალავაძე. შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის წინასასანართლო სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს 12 საათზე განახლდა. პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს, სადაც მოწმეთა სიის წაკითხვა გრძელდება.

თეგები: ვანო მერაბიშვილივატხან ბალავაძესაქალაქო სასამართლო