ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერას ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალი” დეპუტატებიც იმყოფებიან. დეპუატიტი გია უკლება აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება ქართული პოლიციისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. “ვანო მერაბიშვილი დიდი და ეპოქალური პიროვნებაა, რომელმაც ქართული პოლიცია და უსაფრთხო სახელმიწფო შექმნა. მისი დაპატიმრება პირდაპირი დარტყმაა ამ ინსტიტუციებზე,” – აცხადებს გია უკვება. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებით, დღევანდელ პროცესზე ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერთა შეკრება წინასაარჩევნო კამპანიის გამო არ მოხდა. “გადავწყვიტეთ, რომ დღეს მხოლოდ ვანოს მეგობრები მოვსულიყავით, 50 ადამიანის ოდენობით. კარს არჩევნებია მომდგარი და ყველას თავის საქმე აქვს გასაკეთებელი,” – განაცხადა გია უკლებამ.
September 19, 2013
ქუთაისელი “ნაციონალი” დეპუტატი – ვანო მერაბიშვილი ეპოქალური პიროვნებაა