შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მერაბიშვილის საქმის პროკურორი – შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველს ვერ ვხედავ

19 სექტემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 32

მერაბიშვილის საქმის პროკურორი – შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველს ვერ ვხედავ

სონღულაშვილის განმარტებით, დაცვის მხარის განცხადება, თითქოსდა მომწეთა დიდი რაოდენობით სასამართლოს სურს პროცესის გაჭიანურება აფსურდულია.

ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმის პროკურორის, ნათია სონღულაშვილის განმარტებით, მერაბიშვილის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველს ვერ ხედავენ. სონღულაშვილის განმარტებით, დაცვის მხარის განცხადება, თითქოსდა მომწეთა დიდი რაოდენობით სასამართლოს სურს პროცესის გაჭიანურება აფსურდულია. “სასამართლო პროცესი სამ თვეში უნდა დასრულდეს”-განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სასამართლო პროცესზე ვანო მერაბიშვილმა განცხადა, რომ პროკურატურამ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება და შეამციროს დასაკითხ პირთა რაოდენობა. ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე ბრალდების მხარეს მომწეთა 4000 კაციანი სია აქვს. დღევანდელ წინასასამართლო პროცესზე აღნიშნული სიის ამოკითხვა დასრულდა.

თეგები: ვანო მერაბიშვილიზურაბ ჭიაბერაშვილისაქალაქო სასამართლო