შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია თვითმმართველობის ქონებას ყიდის

25 სექტემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 26

ქუთაისის მერია თვითმმართველობის ქონებას ყიდის

საპრივატიზაციო ობიექტებიდან 8 ობიექტი მიწის ნაკვეთია, ხოლო ერთი კი ხარებავას ქუჩაზე მდებარე ამორტიზებული შენობა–ნაგებობა.

ქუთაისის მერიის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახური თვითმმართველობის ბალანსზე არსებულ 9 ობიექტს ყიდის.

აღნიშნული ობიექტების გაყიდვის შესახებ დადგენილება, ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესო ცქიფურიშვილმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გაიტანა.

საპრივატიზაციო ობიექტებიდან 8 ობიექტი მიწის ნაკვეთია, ხოლო ერთი – ხარებავას ქუჩაზე მდებარე ამორტიზებული შენობა–ნაგებობა.

ქციფურიშვილს საკრებულოს “ნაციონალმა” დეპუტატებმა ელექტრონული აუქციონის შემოღების კონკრეტული ვადები მოთხოვეს.

“უკვე ერთი წელია ხელისუფლებაში ხართ და გააკეთეთ რამე. ამ დრომდეც უნდა შემოგეღოთ ელექტრონული აუქციონი,” – განაცხადა საკრებულოს “ნაციონალმა” დეპუტატმა, გია უკლებამ.

ქციფურიშვილმა დეპუტატის ამ შენიშვნას კითხვითვე უპასუხა: “მაშინ მეც გეკითხებით, ელექტრონული აუქციონი ჯერ კიდევ სამი წლის წინ უნდა ყოფილიყო შემოღებული”.

თეგები: გასაყიდი ობიექტებისხდომაქუთაისის საკრებულო