შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვანო მერაბიშვილი – ჩემს ნათესავებსა და სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება

25 სექტემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 29

ვანო მერაბიშვილი – ჩემს ნათესავებსა და სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება

“თუ იმ ისტორიული მოვლენებისთვის უნდა ვიჯდე ციხეში, რომელიც გავაკეთე, დაე ვიჯდე,” – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადენით, სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება, რაც არ მისცემთ მათ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ამის შესახებ მერაბიშვილმა განცხადება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გააკეთეა. მერაბიშვილის განცხადებით, ზეწოლა ხორციელდება მის ნათესავებზეც. “ქვეყანა კრიზისშია. იანვრიდან გაჭირდება ხელფასებისა და პენსიების გაცემა. ამის შესახებ სამინისტროებმა ძალიან კარგად იციან. ხელისუფლება არა თუ დაპირებებს, არამედ მიმდინარე პრობლემებსაც ვერ უმკლავდება. ამიტომ მთავრობას ისღა დარჩენია დაპატიმრებები განახორციელოს” – განაცხადა მერაბიშვილმა. მისივე განცხადებით: “თუ იმ ისტორიული მოვლენებისთვის უნდა ვიჯდე ციხეში, რომელიც გავაკეთე, დაე ვიჯდე”. მერაბიშვილმა სასამართლოს რეკომენდაციებიც მისცა. “მე კარგი, მაგრამ ზურაბ ჭიაბერაშვილი ბრალდების სკამზე სრულიად შემთხვევით ზის. გთხოვთ, მას გირაო მოუხსნათ”, – განაცხადა მერაბიშვილმა.

თეგები: ვანო მერაბიშვილიზურაბ ჭიაბერაშვილისაქალაქო სასამართლო