September 26, 2013

პრეზიდენტობის ყველაზე სასურველი კანდიდატი – მარგველაშვილი 39%, ბაქრაძე 18% ბურჯანაძე 7% – NDI

NDI-ის კვლევის თანახმად, “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი დავით ბაქრაძე ყველაზე სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არიან. კითხვაზე, ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად? კვლევის თანახმად გამოკითხულთა 39% გიორგი მარგველაშვილს ასახელებს, 18% თვლის რომ ყველაზე სასურველი კანდიდატი დავით ბაქრაძეა. მესამე ადგილზეა ნინო ბურჯანაძე 7 პროცენტით, შალვა ნათელაშვილი და გიორგი თარგამაძე – 3 პროცენტით. არ ვიცი – 16 პროცენტი, სხვა – 4 პროცენტი. ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა თემაზე “საზოგადოების განწყობა საქართველოში”, მიმდინარე წლის 18 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე ჩატარდა. ქვეყნის მასშტაბით, სულ 3 838 ადამიანი პირდაპირი ინტერვიუს გზით, შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/_ 2% შეადგენს. NDI–ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს (sida) აფინანსებს და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC)