ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი ამომრჩეველი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ – ხმას კი არა, სიკვდილს მივცემთ

13 ოქტომბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 24

ქუთაისელი ამომრჩეველი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ – ხმას კი არა, სიკვდილს მივცემთ

“ორ წუთიანი შეხვედრა რა იყო? წერილის გადაცემა გვინდოდა, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვეცა. ტრიბუნიდან დაპირებები მოგვცეს, თუმცა ტრიბუნიდან ჩამოვლისთანავე ეს დაპირებები დაავიწყდათ,” – ამბობს newpress.ge-სთან საუბარში ეთერ კაკაბაძე.

ქუთაისში, კოლიაცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან და პრემიერ მინისტრთან გამართული დღევანდელი შეხვედრით ქუთაისელი ამომრჩევლები უკმაყოფილო არიან. როგორც ისინი newpress.ge-სთან საუბარში განმარტავენ, მათ სურდათ პირადად გასაუბრებოდნენ ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს, თუმცა, მათ ამის საშუალება არ მიეცათ „ხმას კი არა სიკვიდლს მივცემთ, ეს ორ წუთიანი გამოსვლა რა იყო? წერილის გადაცემა გვინდოდა, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვეცა. ტრიბუნიდან დაპირებები მოგვცეს, თუმცა ტრიბუნიდან ჩამოვლისთანავე ეს დაპირებები დაავიწყდათ. ქვეყანაში უმუშევრობა სუფევს და პირადად მინდოდა მეთხოვა რაიმე დახმარება აღმოეჩინა. ყველა თავის სკამზე ზრუნავს,“ – განმარტა შეხვედრაზე მისულმა ქუთაისელმა ამომრჩეველმა, ეთერ კაკაბაძემ.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგიორგი მარგველაშვილიქუთაისი