შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხარაგაულის საკრებულოს “ნაციონალი” დეპუტატის სახლში სამართალდამცავები შეიჭრნენ

20 ოქტომბერი, 2013 • ნიუპრესი • 25

ხარაგაულის საკრებულოს “ნაციონალი” დეპუტატის სახლში სამართალდამცავები შეიჭრნენ

საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატის ნინო ფხალაძის სახლი დღეს დილით სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს, რასაც დეპუტატი პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.

ხარაგაულის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატის ნინო ფხალაძის სახლში, დილის 6 საათზე სამართალდამცავები შეიჭრნენ და დეპუატატის სახლი გაჩხრიკეს. ნინო ფხალაძის განცხადებით, ისინი იარაღს ეძებდნენ.

“ათი სამართალდამცავი შემოგვივარდა ოჯახში. მათ შორის იყო ხარაგაულის პოლიციის უფროსი. იარაღს ეძებდნენ. მაგრამ, რაც არ იყო რას იპოვნიდნენ. ეს პოლიტიკური ზეწოლაა, რადგან ადრე იყო მცდელობა კოალიციაში ჩემი გადაბირების. ეს ვერ მოახერხეს, ამიტომაც განახორციელეს ზეწოლა. სახლში ერთადერთი რაც იპოვეს, ეს დავით ბაქრაძის პლაკატი იყო, რამაც ისინი ძალიან გააღიზიანა,” – აცხადებს newpress.ge-სთან საუბარში ნინო ფხალაძე.

აღნიშნულ საკითხებზე დღეს საგანგებო ბრიფინგი იმართება „ნაციონალური მოძაობის“ ქუთაისის ოფისში. დამატებით ინფორმაციას ბრიფინგის დამთავრებისთანავე მოგაწოდებთ.

თეგები: ზეწოლანაციონალური მოძრაობანინო ფხალაძე