შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზურაბ ჭიაბერაშვილი სასამართლო პროცესზე – მოწმეები „შპარგალკებით“ შემოდიან

21 ოქტომბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 28

ზურაბ ჭიაბერაშვილი სასამართლო პროცესზე – მოწმეები „შპარგალკებით“ შემოდიან

“თუკი ამ „შპარგალკებით“ უნდა ისარგებლოს 4 ათასამდე მოწმემ, მაშინ აზრი არ აქვს სასამართლო პროცესს. პირდაპირ ჩამსვით ციხეში“ – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

„შეუძლებელია მოწმეები „შპარგალკებით“ მოვიდნენ და ჩაიხედონ მხოლოდ იმის გამო, რომ დაწერილი პასუხები არ დაავიწყდეთ,“ – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

დღევანდელ პროცესზე მოწმის სტატუსით, დასაკითხად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული განყოფილების სპეციალისტი, ბორის ჩოფიანი გამოიძახეს.

ადვოკატის თქმით, შეუძლებელია რაიმე ჩანაწერი ან დოკუმენტი გამოიყენოს მომწემ დაკითხვისას, რომელიც არ იქნება ოფიციალური.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა, ყოფილმა ჯანდაცის მინისტრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა იმ დოკუმენტების ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, რომელითაც მოწმეები შემდგომში წარსდგებიან.

“თუკი ამ „შპარგალკებით“ უნდა ისარგებლოს 4 ათასამდე მოწმემ, მაშინ აზრი არ აქვს სასამართლო პროცესს. პირდაპირ ჩამსვით ციხეში“ – განაცხადა ჭიაბერაშვილმა. პროკურორმა მოწმე ჩოფიანის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ადვოკატების მხრიდან ზემოთაღნიშნული გამოხმაურება, მასსზე ფსიქოლიგიურ ზეწოლად შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესს ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება.

თეგები: ვანო მერაბიშვილიზურაბ ჭიაბერაშვილისაქალაქო სასამართლო