შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეზე საინვესტიციო კომპანიის დირექტორს ჰკითხავენ

21 ოქტომბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 37

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეზე საინვესტიციო კომპანიის დირექტორს ჰკითხავენ

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა დღის ბოლომდე გაგრძელდება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მოწმეების დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.

უკვე დაიკითხა სამი მოწმე – ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები: ბორის ჩაფიანი და ინგა გურგენიძე, ასევე, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის წარმომადგენელი, ზურაბ ახნაურაშვილი.

ამ დროისათვის საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის დირექტორის, ნოდარ ლობჟანიძის დაკითხვა მიმდინარეობს.

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეზე მიმდინარე დღევანდელ პროცესზე კიდევ 5 მოწმე დაიკითხება.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესს ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება.

თეგები: ვანო მერაბიშვილიზურაბ ჭიაბერაშვილისაქალაქო სასამართლო