შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

6000–მდე ამომრჩევლით ნაკლები – რატომ შემცირდა საარჩევნო სიებში რეგისტრიებულთა რაოდენობა ქუთაისში?

22 ოქტომბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 21

6000–მდე ამომრჩევლით ნაკლები – რატომ შემცირდა საარჩევნო სიებში რეგისტრიებულთა რაოდენობა ქუთაისში?

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქუთაისში 5 654 ამომრჩევლით ნაკლებია, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.

ქუთაისში, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, 158 000 ამომრჩეველია რეგიტრირებული. რაც, 5 654 ამომრჩევლით ნაკლებია, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს 163 654 ამომრჩეველი დაფიქსირდა. მიმდინარე წელს ამომრჩეველთა სიმცირეს, ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში, მოქალქეების მხრიდან მესაკუთრეობის დოკუმენტის არარსებობით ხსნიან. “ამომრჩევლების უმრავლეობა იმ მიზეზით ვერ მოხვდნენ საარჩევნო სიაში, რომ მათ არ აქვთ მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც დროულად თავად უნდა გაეკეთებინათ საჯარო რეესტრში”, – განმარტავს newpress.ge–სთან საუბარში, ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი. მისივე თქმით, ქალაქში ამ დროისთვის დაფიქსირებული ამომრჩევლიდან, 14 000–მდე ამომრჩეველი სხვადასხვა სტატუსის მქონეა. ესენია – იმყოფება საზღვარგარეთ, არის სავალდებულო სამხედრო სამსახურში, არ არის რეგისტრირებული აღნიშნულ მისამართზე.

თეგები: ამომრჩეველთა სიაარჩევნებიქუთაისის #59 ოლქი