ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილ ნინო ბურჯანაძის შეხვედრაზე ქუთაისელი მხარდამჭერები სხვადასხვა უბნებიდან საქალაქო ავტობუსებით გადაჰყავთ. ამ დროისთვის ცენტრალურ მოედანზე ავტოქარხნის უბანში მცხოვრებლები მოიყვანეს, რომელეთა ტრანსპორტირება #1 საქალაქო საავტობუსო ხაზით მოხდა. ავტობუსის მძღოლები არ განმარტავენ, თუ ვისგან მიიღეს დავალება ცენტრალურ მოედანზე მოსახლეობის ტრანსპორტირებისათვის. “ჩვენ დღეს არ ვმუშოაბთ, ამიტომაც მოვიყვანეთ ეს ადმაინები” – განმარტავს #1 საავტობუსო ხაზზე დასაქმებული მძღოლი. “წავედი ახლა მეო მეორე რეისი უნდა შევასრულო” – ასეთი დიალოგი მიმდინარეობს ავტობუსების მძღოლებს შორის. შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძესთან შესახვედრად ქუთაისში მხარდამჭერები რაიონებიდანაც ჩამოჰყავთ.
October 22, 2013
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ბურჯანაძესთან შესახვედრად ქუთაისელები საქალაქო ტრანსპორტით გადაჰყავთ