ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჯონი დეპი გადაღებების დროს ცხენიდან ჩამოვარდა

24 ივლისი, 2013 • ნიუპრესს.გე • 23

ჯონი დეპი გადაღებების დროს ცხენიდან ჩამოვარდა

რეჟისორის განცხადებით, ინციდენტი იმან გამოიწვია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები საცხენოსნო სცენების გადაღებას შეჩვეულები არ არიან. „ჰოლივუდში ვესტერნებს თითქმის არ იღებენ“, – ამბობს გორ ვერბინსკი

ვესტერნული მითოსის რიმეიკის გადაღებების დროს, ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯონი დეპი ცხენიდან ჩამოვარდა და ჩლიქების ქვეშ მოჰყვა. რეჟისორი გორ ვერბინსკი ჟურნალ Cinema-თან საუბრისას აცხადებს, რომ ეგონა, მსახიობი ვერ გადარჩებოდა.

რეჟისორის განცხადებით, ინციდენტი იმან გამოიწვია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები საცხენოსნო სცენების გადაღებას შეჩვეულები არ არიან. „ჰოლივუდში ვესტერნებს თითქმის არ იღებენ“, – ამბობს გორ ვერბინსკი.

უხერხულ სიტუაციას ჯონი დეპმა თავი კარგად გაართვა, ის მაშინვე წამოდგა და სცენის გადაღება გაგრძელდა.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით

თეგები: Chat Newsრეჟისორიჯონი დეპიჰოლივუდი