შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში საარჩევნო უბნების ტექნიკური აღჭურვა დღეს დასრულდება

23 ოქტომბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 28

ქუთაისში საარჩევნო უბნების ტექნიკური აღჭურვა დღეს დასრულდება

ქუთაისში სულ 127 საარჩევნო უბანია.

ქუთაისში საარჩევნო უბნები 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადყოფნაშია. აღნიშნულის შესახებ, ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა newpress.ge–სთან საუბარში განმარტა.
მისი თქმით, არჩევნების დღისთვის საარჩევნო უბნების ტექნიკური აღჭურვა სამი დღეა მიმდინარეობს, რომელიც დღეს დასრულდება.
“საარჩევნო უბნებში შეგვაქვს კაბინები, ქსეროქსები და ყველა ის მოწყობილობა, რომელიც არჩევნების დღისთვის არის საჭირო”, – ამბობს ავთანდილ ოსეფაიშვილი.
ქუთაისში სულ 127 საარჩევნო უბანია.

თეგები: საარჩევნო უბნებისაოქლო კომისიაქუთაისში